ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტაქსი მხოლოდ თეთრი ფერის იქნება და მარჯვენასაჭიანებს ტაქსის სერვისი ეკრძალებათ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართულ სხდომაზე განაცხადა საქალაქო ტრანსპორტზე და კერძოს ტაქსებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, ტაქსების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

“გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ტაქსისთვის თეთრი ფერი იყოს ის სავალდებულო. ასევე, 2019 წლის ოქტომრობრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ქალაქში კი გამოიყოფა სპეციალური ადგილები პარკირებისთვის, რომელიც იქნება ტაქსებისთვის უფასო.

ავტომობილებზე იქნება გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და, რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. გარდა ამისა, მერია დაამზადებს ტაქსებსითვის მანათობლებს, რომლებიც ტაქსების მეპატრონეებს გადაეცემათ უფასოდ. პირველი გადაცემა იქნება უფასოდ, დაზიანების შემთხვევაში, მათ მოუწევთ თავად შეიძინონ მანათობელი”, – ამბობს კალაძე.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე 6 200 ნებართვაა გაცემული. ლიცენზიის გარეშე ტაქსით მოძრაობა ჯარიმით, 200 ლარით განისაზღვრება.

 

იტვირთბა....