არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის კახი კალაძის იდეას, ტაქსის სერვისის სტანდარტიზებასთან დაკავშირებით მიესალმება.
მისი განცხადებით ქვეყანას, რომლსაც 8 მილიონი ტურსტი ჰყავს, ქალაქის იერსახის მოწესრიგებათან ერთად ტაქსის სერვისის მოწესრიგება და ტაქსისტებისთვის უფასო პარკირება მნიშვნელოვანია.
„ტაქსის მძღოლებს რეკლამიდან დამატებითი შემოსავალიც ექნებათ. ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების წახალისება მწვანე და ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსის სერვის აკრძალა.