არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კობახიძე ლელა კაკულია არ არის, რომ მისი პროგნოზები შევაფასო”

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, “მეტრონომთან” საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრება შეაფასა, სადაც ის ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

“კობახძე ლელა კაკულია არ არის რომ მისი პროგნოზები შევაფასო. თუმცა აქვს პრეტენზია რომ კაკულიას კონკურენტად მიიჩნიოს თავი. ამ საქმეში კი ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ამ არჩევნებში ვერაფერ გამოვრიცხავ რადგან ეს არ არის არჩევნები,  ეს არის რესურსების ბრძოლა. ასე რომ გამოსარიცხი არცერთი ვარიანტი არ არის”- განაცხადა ხუხაშვილმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურშივე გაიმარჯვებს.

იტვირთბა....