aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 65 წლის მამაკაცი დაშავდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბორჯმოში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით მიმავალმა „ოპელ ვექტრას<“ მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა. 65 წლის მამაკაცმა სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....