საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, თბილისის მერიის დადგენილებას გამოეხმაურა, რომელიც საზღვრავს თბილისსში ტაქსის ფერს.
“თბილისის მერიამ დაადგინა, რომ მომავალი წლის ოქტომბრიდან ყველა ტაქსი თეთრად უნდა გადაიღებოს. ეს დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაჯდება.
თუ მანქანების გარეგნულ სახეზე ზრუნავენ, ვის გაუგია, რომ ასე ერთბაშად აიძულო ყველა ტაქსის მძღოლი ამოდენა ხარჯები გაიღოს. ან საიდან ეს ფული? ეტაპობრივად უნდა გაკეთებულიყო, ვთქვათ სამი წლის განმავლობაში.
უკვე დაიწყეს ალბათ მერიაში თეთრი საღებავების ბიზნესის აწყობა” – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში სავალდებულო იქნება, დედაქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის იყოს.