ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ განაცხადა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომ შრომის უსაფრთხოების კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შრომის ინსპექტირება და ზოგადად, შრომის უსაფრთხოების კანონი ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდება
„არსებული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ მხოლოდ ლიმიტირებულ სექტორებზე ვრცელდება. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტში ჩვენი და სხვა სამინისტროების ჩართულობით შრომის უსაფრთხოების კანონში ახალ ცვლილებებზე. ამ ცვლილებების მიხედვით, შრომის ინსპექტირება და ზოგადად, შრომის უსაფრთხოების კანონი ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდება. ეს არის ცვლილება, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ ცვლილებებზე შრომის კოდექსში, სადაც დისკრიმინაციის ყველა ფორმა აიკრძალება არა მხოლოდ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, არამედ კონტრაქტის ხელმოწერამდეც” – განაცხადა ბარკალაიამ.
შეგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს.