იდეალური ხარისხი, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, ეკოლოგიურად სუფთა ადგილი – ეს სამშენებლო კომპანია “ეი თი დეველოპმენტი“-ის მთავარი ამოცანა და მისიაა.
სწორედ ხარისხია კომპანიის მთავარი ფასეულობა, რათა შექმნას მომხმარებლისთვის კომფორტული და მყუდრო საცხოვრებელი პირობები, გახდეს კონკურენტუნარიანი და სამშენებლო ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. რაც მთავარია, „ეი თი დეველოპმენტი“ ამისთვის სახსრებს არ იშურებს. კომპანია მშენებლობაში მხოლოდ „ჰაიდელბერგის“ ფირმის ბეტონს იყენებს, რაც საძირკველის სიმყარის გარანტიაა. ხარისხის გარდა, კომპანიის კიდევ ერთი მთავარი ღირებულება პასუხისმგებლობაა.
ხარისხიანი, მყუდრო და კომფორტული ბინა მომხმარებელს დათქმულ დროს ბარდება. გარდა ამისა, კომპანიას საკუთარ თავზე სოციალური პასუხისმგებლობაც აქვს აღებული. საკუთარი საქმიანობით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეაქვს წვლილი და ცდილობს, უცხოეთიდან ინვესტიციები მოიზიდოს.
„ეი თი დეველოპმენტის“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიას. თანამედროვე დიზაინით მოპირკეთებული და გამწვანებული სკვერი, რომელიც მხოლოდ კორპუსის მცხოვრებლებისთვისაა განკუთვნილი, თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად არის განკუთვნილი. ბავშვების უსაფრთხოებისა და სკვერში გამონაბოლქვის თავიდან აცილების მიზნით, კორპუსს პარკინგი მიწისქვეშ აქვს გაკეთებული, რათა მანქანები მწვანე გარემოში ვერ მოხვდნენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ყველა ადამიანს აინტერესებს, ეს არის უსაფრთხოება. „ეი თი დეველოპმენტის“ მიერ ინოვაციური და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება სიმშვიდის გარანტიას იძლევა. მოსახლეებს სპეციალური ბარათებით ექნებათ, რომლის საშუალებითაც მოხდება მათი შენობაში შესვლა-გამოსვლა. ყველა ოჯახში იქნება დომოფონი, რისი საშუალებითაც მოხდება ოჯახის წევრებთან დაკონტაქტება. აქედან გამომდინარე, მინიმალურია კორპუსში უცხო პირთა მოხვედრის შანსი.
აღსანიშნავია, რომ კორპუსი მოკლებულია ხმაურს, მაგრამ ამავდროულად, რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი, რომელსაც დიდ დიღომში არსებული ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი გაივლის. „ეი თი დეველოპმენტის“ 9-სართულიან მშენებარე კორპუსში მყიდველს შავი კარკასი ბარდება, ხოლო 1 კვ.მ ფასი 1040 ლარს შეადგენს.