ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საფრთხე არ არსებობს, სახელმწიფო მიიღებს უზარმაზარ სარგებელს”: კობახიძე მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლიასთან, ისაუბრა კანონპროექტზე, რომელიც მარიხუანის ექსპორტს შეეხება.

მისი თქმით, გადინების საფრთხე არ არის და ეფექტი მხოლოდ ისაა, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის მისი ექსპორტი უზარმაზარი შეღავათი იქნება:

“ნარკოტიკებს არ ვაწარმოებთ, გადინების საფრთხე არ არის. ეფექტი ისაა, რომ ძალიან წარმატებული ეკონომიკის პირობებშიც სიღარიბის აღმოფხვრას სჭირდება 8-10 წელიწადი. ჩვენი ერთადერთი ამოცანა ისაა, რომ თუ რაიმე იძლევა იმის საშუალებას, რომ 10 წლის მაგივრად ეს გავაკეთოთ, 8 წელიწადში, 7 წელიწადში, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება? იმ პირობებში, როდესაც ზიანი არ ადგება საზოგადოებას. ამაზე გვინდა საზოგადოებას და ეკლესიის წარმომადგენლებს ვესაუბროთ.

სარგებელი პირობითად ისაა, რომ მილიარდით იზრდება ექსპორტი. ეკონომიკისთვის ეს მაჩვენებელი უზარმაზარი შეღავათია.

ჩვენ ყველა საკითზე გვქონდა სხვადასხვა ტიპის კონსულტაციები. ჩვენთვის მთავარი ისაა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, ნარკოტიკების წარმოება აზრადაც არ გაგვივლია, საფრთხე არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო მიიღებს უზარმაზარ სარგებელს”- განაცხადა კობახიძემ “რეაქციაში”.

შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელის შსს-მ ხელისუფლებას წარუდგინა, გულისხმობს სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის ექსპორტს. ამჟამად კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, რადგან მის გარშემო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა.

 

იტვირთბა....