ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე “იბერიას” შესახებ: “ეს ისეთივე “მძიმე სკანდალია”, როგორც “ბასიანის” სპეცოპერაცია”

ტელეკომპანია “იბერიას” გარშემო ატეხილ  მოვლენებზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ისეთივე “მძიმე სკანდალია”, როგორც “ბასიანის” სპეცოპერაცია.

“მუდმივად ვხედავთ გარკვეულ ჩანაწერებს, სადაც საუბრობს 2-2 ადამიანი და აქედან არც ერთს შეხება არ აქვს “ქართულ ოცნებასთან”. რანაირადაა ეს სკანდალი, როცა ოქრუაშვილი ელაპარაკება ვიღაცებს. რომელთაგან არც ერთს არ აქვს შეხება “ქართულ ოცნებასთან” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში”.

რაც შეეხება ლევან ყიფიანს, რომელიც მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელია, მას შეხება არ აქვს “ქართულ ოცნებასთან”.

“ჩვენ მაქსიმალურად დაინტერესებულები ვართ, რომ გამოიძიონ ეს ყველაფერი. ყველა უნდა დავიჭიროთ, ოქრუაშვილიც და პეტრეც და პავლეც, თუ ისინი დამნაშავეები არიან”- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ყიფიანი აღარაა მინისტრი, მას “ქართულ ოცნებასთან” შეხება აღარ აქვს.

“არ გვაინტერესებს ორი ბიზნესმენი რას ლაპარაკობს ფარულ აუდიოჩანაწერში”- აცხადებს კობახიძე.

„იბერიას“ საქმეზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი.

აუდიოჩანაწერში ისმის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები.

აუდიოჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.

 

 

იტვირთბა....