პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებები განადგურებული არ არის.
მან გადაცემა “რეაქციაში” გაიხსენა ზურაბ ჟვანიასა და ბარბარე რაფალიანცის საქმეები. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს შემთხვევები წინა ხელისუფლების დროს მოხდა, ხოლო როცა ახალმა ხელისუფლებამ აღნიშნული საქმეები გადაიბარა, მტკიცებულებები განადგურებული დახვდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ჟვანიას საქმეზე კვალი აღარ არსებობს:
“ჟვანიას საქმის გამოძიება ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო რამდენიმე წლის თავზე და იქ არანაირი კვალი აღარ არსებობს. თუ საუბარია იმაზე, რომ მტკიცებულებები შეიძლება განადგურდეს, თეორიულად, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი მტკიცებულება შეიძლება იყოს განადგურებული ჟვანიას საქმეზე, საფალიანცის საქმეზე. მუდმივად გვესმის ეს ბრალდება, რომ რატომ ვერ გამოიძიეთ. ამ საქმის შემდეგ 3 თვე იყო გასული, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ გადაიბარა ძალაუფლება. იქ წარმოიგინეთ, რამდენი მტკიცებულება შეიძლებოდა ყოფილიყო განადგურებული”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.