ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ირაკლი კობახიძე: “სარალიძე რატომ არ ეკითხება სერგი კაპანაძეს, რატომ ვერ დაადგინა კომისიამ სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი?”

“ზაზა სარალიძე რატომ არ ეკითხება სერგი კაპანაძეს, რატომ ვერ დაადგინა კომისიამ სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი”- ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ზაზა სარალიძე რომ ეკითხება პროკურატურას და არ ეკითხება სერგი კაპანაძეს სასიკვდილო ჭრილობის შესახებ, აქ უკვე გაოცებული ვარ”- განუცხადა ინგა გრიგოლიას კობახიძემ.

“სერგი კაპანაძეს ბევრჯერ დაუსვეს კითხვა კომისიაზე, ჰქონდა თუ არა ეჭვი, რომ სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს მ.კ.-მ მიაყენა, – კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცა. იმიტომ, რომ ზუსტად იცის კაპანაძემ, რომ ეს ასე არ იყო. ამაშია საქმე, რომ ატყუებენ საზოგადოებას. უფრო მეტსაც გეტყვით, ტარი როცა ეჭირა არასრულწლოვანს ხელში, რამდენჯერმე მოატყუეს საზოგადოება და ცივი იარაღი დაარქვეს მას”- აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, როცა საქმე ეხება ბავშვების მკვლელობას და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, შემაძრწუნებელია.

 

იტვირთბა....