ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს შავ ზღვაში 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

დღეს, 18:00 საათიდან, ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს და გთხოვთ დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“ – ნათქვამია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

იტვირთბა....