გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ თუ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად დამძიმებულია, ისე, როგორც სხვა შემთხვევაში იქნებოდა სხვა გვარისა და სახელის პატიმარი შეწყალებული, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა ყოფილი მინისტრიც იქნას შეწყალებული.
“აქ გვარი და სახელი გარკვეულ როლს არ უნდა თამაშობდეს, შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო“ – აცხადებს დეპუტატი.
მისი თქმით, თუკი ეს არის რეალურად საფრთხის შემცველი, ყველა ზომა უნდა იქნა მიღებული, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.
„არსებობს პროცედურები ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, რა დროსაც პრეზიდენტმა შესაძლოა გამოიყენოს შეწყალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი არ დადასტურდა მისი ჯანმრთელობის რეალურად გაუარესება და ის იქნება ამის გამო შეწყალებული, ამ ყველაფერს გამართლება ვერ ექნება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რაზეც პენიტეციური სისტემის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.