გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმავიით 26-27 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის 5-6 გრადუსით კლებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 26-27 გრადუსამდე დაიწევს.
“26 – 27 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 24 – 26 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 27 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 26 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 26 – 27 სექტემბერს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში ხვალ დღე უნალექოდ ჩაივლის” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.