დიმიტრი ტატიშვილმა, რომელმაც დიდ დიღომში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ზაფხულში ბავშვებს აუზი დაუდგა, ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.
მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა).
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა. დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის მან საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ. აი, რას ამბობდა ამის შესახებ თავად დიმიტრი ტატიშვილი:
“4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო”