ვანო მერაბიშვილის, ყოფილი ადვოკატი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ხარისხიან კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.
მისი განცხადებით, აუცილებელია გადამოწმდეს დიაგნოზი, დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზები და ყოფილ პრემიერ-მინისტრს მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს.
„მერაბიშვილმა მოუგო ხელისუფლებას ყველაზე მძიმე მუხლით საქმე სტრასბურგში – ევროსასამართლომ თქვა, რომ მისი პატიმრობა არალეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა. ვანო წლობით ჰყავთ მარტო საკანში, რაც წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა არაჰუმანურ მოპყრობასთან გათანაბრებულად მიიჩნია. მან მოიხადა 5 წელზე მეტი შეფარდებული სასჯელის, რაც კანონით ითვალისწინებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას, მაგრამ დაუსაბუთებლად უარს ეუბნებიან.
მას ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაუმძიმდა, რაზეც სრულად არის პასუხისმგებელი ეს ხელისუფლება.
აუცილებელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაყვანა საზღვარგარეთ, მაღალი დონის კლინიკაში, რომ გადამოწმდეს დიაგნოზი, დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზები და ჩაუტარდეს მკურნალობის კურსი.
ასევე, უკვე დროა, დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი გადაშალოს ქვეყანამ და ყველამ ერთად გავიხედოთ მომავლისკენ“, – პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შგახსენებთ, დღეს დილიდან გავრჩელდა ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რაზეც მოგვიანებით პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციამ განცხადებაც გაავრცელა.