ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კატეგორიულად მოვითხოვთ, უახლოეს საათებში მერაბიშვილი გადაიყვანეთ მრავაპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში”

ყოფილი პრემიერისა და შინაგან სამქეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ უტარდება.

„ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არათუ ყოველდღიურ რეჟიმში, არამედ საათობრივად მძიმდება, რაზეც ხელისუფფლებას – „ქართულ ოცნებას” – ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს – არ მოვერიდები ამის თქმას, რომელლმაც დიახაც, გაბედა ის, რომ უკანონო პატიმარი ვანო მერაბიშვილი მიუხედავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ჰყავს გამოკეტილი მატროსოვის ციხეში. ყველაფერთად ერთად, რეალურად არც კი მკუნრალობენ და გამოდიან ახლა პოლიტიკური ლიდერები „ქართული ოცნებიდან”, თითქოს, ვანო მერაბიშვილს უტარდება სრულფასოვანი გამოკვლევა, რაც არის ისეთივე სიცრუე, როგორც ის, რომ თითქოს, ამ ხელისუფლებას არ გაუყვანია ტომარაჩამოცცმული ვანო მერაბიშვილი საკნიდან. მეტიც, თავიანთივე წერილით დასტურდება, რომ ვანო მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ უტარდება.

13 სექტემბერს, სასჯელააღსრულების სამინისტრომ მისწერა დაცვის მხარეს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე პაციენტი დამატებით მკურნალობას არ საჭიროებს, არადა, რასთან გვაქვს საქმე, ხალხო – 15 აგვისტოს ვანო მერაბიშვილს დაუდგინეს დიაგნოზი, რის მიხედვითაც, დაუნიშნეს მკურნალიბა – ცხვირის სპრეით მკურნალობა. მდგომარეობა დამძიმდა და 17 აგვისტოს ჩაუტარდა გამოკვლევა და დაუნიშნეს ახალი მკურნალობა – ახლა უკვე თვალის წვეთებით მკურნალობა. კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა და და 20 დღეში, ანუ 12 სექტემბერს, დაუდგინდა ახალი დაავადება, რომელიც გულისხმობს სახის ნაწილობრივ დამბლას და დაუნიშნეს ახალი მკურნალობა. წარმოიდგინეთ, ამ 25 დღის განმავლობაში, სამი სხვადასხვა დიაგნოზი დასვეს და რომელ დიაგნოზს უნდა დავუჯეროთ?

ფაქტი არის სახეზე – ყოვედღიუ რეჟიმში, კიდევ უფრო დამძიმდა უკანონო პატიმრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ჩვენ გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა – უახლოეს საათებში, ვანო მერაბიშვილი გადაყვანილი იქნეს სამოქალაქო მრავაპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდება სრულფასოვანი გამოკვლევა სტაციონალურად და უნდა ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები. ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომდგენლებს ეჭვი აქვთ, რომ იგი არის მოწამლული. ხელისუფლება არის დაბნეული, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ახალი დიაგნოზი იდება ახალ დიაგნოზზე, მაგრამ ფაქტი რჩება – ეს ადამიანის საათობრივად ხდება სულ უფრო მძიმედ და მძიმედ” – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთეობის გაუარესებასთან დაკავშირებული საკიტხი ივანიშვილს დააკისრა.

„მე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – ვანო მერაბიშვილის სიცოცხლე რჩება საფრთხის ქვეშ და მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. ვანო მერაბიშვილის უკან დგას ასიათასობით მხარდამჭერი ნაციონალური მოძრაობისა და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ პროცესების ესკალაცია. არავის ქვეყანაში არ უნდა, რომ უკანონდ პატიმრობაში მყოფმა ადამიანმა ფატალურად დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე…. ვერ გაასწრებთ საქართველოს, ვერ გაგვექცევით საქართველოდან, თუკი ყველაფერი ფატალურად დამთავრდა“- მიმართა ივანიშვილს მელიამ.

იტვირთბა....