რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა აფხაზეთში ასრულებს სამხედრო წრთვნებს. რუსეთის თავდაცვის უწყების პრესსამასხურის ინფორმაციით, წრთვნები აფხაზეთში 50 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთავარი აქცენტი ტაქტიკურ კომონენტებსა და მიზანში სროლებზე გაკეთდა.
წრთვნებში მონაწილეობას იღებდა შავი ზღვის ფლოტი, ავიაცია და მოტომსროლელთა ბრიგადა. სწავლება მიმდინარეობდა როგორც დღისით, ასევე ღამით და ძირითადად გუდაუთას პერიმეტრს მოიცავდა.
მთლიანობაში, წრთვნებში 2 500 რუსი სამხედრო და 600 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა.