მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 58 მიგრანტი გადაარჩინა. აფრიკის სანაპიროდან ევროპის მიმართულებით გასაბერი ნავით 58 მიგრანტი გადაადგილდებოდა, მათ შორის იყვნენ მამაკაცები ქალები და ბავშვები.
ისინი სამაშველო ხომალდით იტალიის მიმართულებით წაიყვანეს. გემის ეკიპაჟის განცხადებით, ეს ბოლო სამაშველო ოპერაცია იყო, რადგან პანამის ხელისუფლებამ, ხმელთაშუა ზღვაში მოქმედ უკანასკნელ სამაშველო გემს “აკვარიუსს” რეგისტრაცია შეუჩერა.
ხომალდი ვეღარ შეძლებს სამაშველო ოპერაციების ჩატარებას, თუკი რომელიმე ქვეყნისგან მისი დროშის ქვეშ ცურვის ნებართვას არ მოიპოვებს.
ამ დროისთვის ხმელთაშუა ზღვაში არც ერთი საქველმოქმედო სამაშველო ხომალდი არ მოქმედებს.