პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას აფრთხილებს, არ გაბედონ არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გავა და იქიდან ფეხს არ მოიცლის მანამ, სანამ „არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს“.
„აუცილებლად გააყალბებენ არჩევნებს, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ. ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს და არ დავუშვებთ, რომ თქვენ მოგპარონ გამარჯვება. ასი თვალი, ასი ყური – ყველგან დამკვირვებელი და ყველგან საჩივარი და მერე ჩვენ ვიცით, ერთი გაბედონ ჩვენი არჩევანის მოპარვა”. – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ვარკეთილში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.