ქალბატონი სალომე არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. რატომ უჭერს მხარს და რატომ არის, ესეც ერთგვარი სიმბოლო, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება იქნება მნიშვნელოვანი. ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელია, თვითონ პიროვნება არის ასეთი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა ხულოში, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
სუბარის განცხადებით, ზურაბიშვილი ყოველთვის იდგება მმართველი გუნდის გვერდით ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების მომენტში, მაგრამ ამავდროულად არის დამოუკიდებელი პიროვნება.
„ქალბატონი სალომე არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. რატომ უჭერს მხარს და რატომ არის, ესეც ერთგვარი სიმბოლო, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვება იქნება მნიშვნელოვანი.
ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელია, თვითონ პიროვნება არის ასეთი და ის თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს პირდაპირ, ყოველთვის ამბობს ისე, როგორც ის ფიქრობს. მაგრამ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით, ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი, ის ყოველთვის არის საქართველოს მხარეს შეიძლება იყოს ზოგიერთ შემთხვევებში ხელისუფლების ოპონენტი, თუ ფიქრობს, რომ ხელისუფლება და ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა რაღაცაში სცდება მის ხედვას, მაგრამ ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი”, – განაცხადა სუბარმა.