თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა. შემთხვევა სარფი-ქემალფაშას გზაზე მოხდა, – ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მისივე თქმით, ნაწილმა საავადმყოფო უკვე დატოვა, ხოლო საქართველოს შვიდი მოქალაქე, სამედიცინო დაკვირვების მიზნით, კლინიკაში რჩება.