არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი – აფხაზეთის დაბრუნება მოხდება ჩვენი სიყვარულით, ჩვენი დიპლომატიით, ჩვენი მშვიდობიანი გზით

მისვლის გზა უკვე დაწყებულია. ის არაჩვეულებრივი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მუშაობს, არის, ალბათ, დღევანდელ დღეს ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ უნდა მოვნახოთ კიდევ ძალიან ბევრი. ასევე რუხთან, საავადმყოფოს აშენება არის ძალიან სწორი ნაბიჯი და ბევრი ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას აფხაზეთისა და აფხაზების დასაბრუნებლად. ეს დაბრუნება არ მოხდება ძალადობით. ეს დაბრუნება მოხდება ჩვენი სიყვარულით, ჩვენი დიპლომატიით, ჩვენი მშვიდობიანი გზით, მაგრამ, მოხდება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხადა. იინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

მისი თქმით, რაც უფრო მძლავრად შედის რუსეთი ოკუპირებულ რეგიონში, მით უფრო კარგავს აფხაზეთი დენტობას.

“ის რაღაცები, რაც დღეს აფხაზეთიდან ისმის, არის სწორედ ამის გამოხატულება. ამას უნდა ვაკვირდებოდეთ და ვფიქრობდეთ, მაგრამ პირველ რიგში, მე, როგორც პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით მევალება, რომ დავიცვა აფხაზური ენა, რომელიც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, რომ დავიცვა ჩვენი მოსახლეობა და ამას გავაკეთებ მთელი ენერგიითა და საშუალებებით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....