ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში სამხედრო აღლუმზე თავდასხმას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ისლამური რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქლაქ თეირანში სამხედრო აღლუმები 1980-1988 წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომის დაწყების აღსანიშნავად იმართებოდა, რა დროსაც ქალაქ აჰვაზში ტერაქტი მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით “1ტვ” ავრცელებს.

დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ქალები და მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, მუჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, სამხედრო აღლუმზე თავდასხმა ტერორისტების რეგიონული სპონსორებისა და ამერიკელი ინსტრუქტორების ხელშეწყობით განხორციელდა.

იტვირთბა....