ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე – პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და დაფუძნებული იყოს თბილისში

პარლამენტის სასახლე არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, ერთგვარი ოფისი პარლამენტისთვის. ეს არის მისი ერთ-ერთი სიმბოლო და შესაბამისად, პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის თემის კომნტირებისას განუცხადა.

კობახიძის განცხადებით, 2019 წლის 1 იანვრიდან პარლამენტი სრულად გადმოვა თბილისში. კობახიძის თქმით, პარლამენტი ასე უფრო უკეთ განახორციელებს მთავრობის ზედამხედველობას.

“შეუძლებელია, მთავრობა ერთ ქალაქში იყოს, ხოლო პარლამენტი მეორეში”,  – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....