ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გეგუთის გარდა, ბავშვები სხვა სოფლებშც მოიწამლნენ – ცნობილია გამომწვევი მიზეზი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გგუთის გარდა, ბავშვები სხვა სოფლებშიც მოიწამლნენ. ჯამში 6 სოფელში 26 ბავშვია ჰოსპიტალიზებული.

სოფელ გეგუთში იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი  პაატა იმნაძე, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჩავიდა ვითარების ადგილზ სანახავად, აცხადებს, რომ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია ჭირთ.

„მოწამვლას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ეს არის ტიპური ნაწლავური ინფექცია. საქმე გვაქვს შიგელოზთან, ანალიზების რამდენიმე პასუხი ცნობილია. რაც შეეხება რაოდენობას, სულ ჰოსპიტალიზებული იყო 26 ბავშვი. დღეს კი, გაცილებით ნაკლებია კლინიკებში“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებშ ტარდება კვლევა ბავშვების მოწამვლის მიზეზის დასადგენად.

 

იტვირთბა....