ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ გეგუთში ბავშვები მოიწამლნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ჯერჯერობით, ინტოქსიკაციის მიზეზი უცნობია. ჯამში მოწამლულია 10 ბავშვი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 სექტემბერს, 12.00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე გეგუთის საბავშვო ბაღს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

 

იტვირთბა....