ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე – ახალგაზრდობას ამ ტიპის ეკლესიისგან დაცვა ესაჭიროება

ახალგაზრდობას ამ ტიპის ეკლესია, ოჯახი და განათლების სისტემა ზომბებად ზრდის, – ამის შესახებ “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, ეკლესია ხალხზე და ეკლესიაზე არ ზრუნავს, არამედ მარიხუანას თემით ცდილობს, საზოგადოებაში რეაბილიტაცია მოახდინოს.

„ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს არის თემა, რომელზეც შეიძლება, თუ მათ სენტიმენტებზე დაჯდებიან, ძალიან ბევრი ადამიანი აიყოლიონ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს კანონპროექტის მიხედვით უნდა მომხდარიყო მარიხუანას კულტივაცია და მისგან წარმოებული პრეპარატების ექსპორტი. ამ კანონპროექტის წინააღმდეგი იყო ეკლესია. საბოლოოდ, პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. საბოლოოდ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერდა.

 

იტვირთბა....