ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულაია პაპუაშვილზე: “რას იბრიქება და იჯგიმება ტელევიზიებთან, დაიწყეს სპექტაკლების დადგმა”

“თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება იაფფასიანი სპექტაკლი იყო.

“გუშინ ქუთაისის საკრებულოში “ოცნების” დეპუტატები “ნაციონალებს” დაუპირისპირდნენ. ეს არის “ძიშოვკა”, რომელსაც ქართველ ერს აყურებინებენ და ამას კადრულობენ. გვანახებენ როგორ უპირისპირდებიან “ნაცებს”. დამარცხდა უკვე “ოცნება” “ნაცებთან”, ვაშაძე გამოკითხვებში არის პირველ ადგილზე. ამომრჩეველს ახლა მხოლოდ ერთ შანსი აქვს, არა ქოცი და არა ნაცი. რა იყო რაც პაპუაშვილმა ქნა გუშინ? იჯგიმებოდა ტელევიზიეთან, იბრიქებოდა. რას იბრიქები, დაიწყეს სპექტაკლების დადგმა. ეს არის “ძიშოვკა”, სპექტაკლებს გვიდგამენ”, – აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში დეპუტატები ხორავას ქუჩის მკვლელობაზე შექმნლი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს უსმენდნენ. რა დროსაც უმრავლესობის წევრებსა და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....