უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ ბრიტანული BBC-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პოროშენკოს განაწყენება BBC-ის მიერ გამოყვეყნებულმა სტატიამ გამოიწვია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა 400 ათასი დოლარი გადაიხადა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით Daily Telegraph ავრცელებს.
მიმდინარე წლის მაისში, BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადვოკატმა მაიკლ კოენმა პოროშენკოს მიერ გამოგზავნილი შუამავლებისაგან 400 ათასი დოლარი აიღო, რომ ორგანიზება მოეხდინა ორი პრეზიდენტის შესახვედისთვის.
პოროშენკოს ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ პუბლიკაციით შეილახა უკრაინის პრეზიდენტის რეპუტაცია. მათ BBC-ისგან მოთხოვეს ინფორმაციის უარყოფა და საპასუხო წერილის გამოქვეყნება, მაგრამ ცნობილმა საინფორმაციო სააგენტომ შემოთავაზებაზე უარი თქვა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ სიმართლეს სასამართლო გაარკვეს.