ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაკეში დაჭრილი ერთ-ერთი პირი პატრიარქის პირადი ექიმის შვილია

გუშინ ღამით, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით,  117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვაკეში დაჭრილი ერთ-ერთი პირი, პატრიარქის პირად ექიმის შალვა პეტრიაშვილის შვილი გივი პეტრიაშვილია. პატრიარქის პირადი ექიმი ალადაშვილის კლინიკაში მუშაობს და სწორედ ამ კლინიკაში არინ გადაყვანილები დაშავებულებიც.

ამ დროისთვის სამართლადამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ამ დრომდე უცნობია იდენფიცირებულია თუ არა თავდამსხმელები.

 

იტვირთბა....