ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რატიანი: “უმრავლესობის წევრების მიზანია იჩხუბონ და ისაუბრონ ყველაფერზე, გარდა ფაქტებისა”

მათი მიზანი იყო ერთი – არ სურთ თვალი გაუსწორონ იმ მძიმე რეალობას, რაც აღწერილია დასკვნაში და სურთ ილაპარაკონ ყელაფერზე გარდა იმ ფაქტებისა, რისი გამოვლენაც მოხდა. ისინი მზად არიან ჩხუბი მოაწყონ, სხვა რამეზე ისაუბრონ, იმეორონ ერთიდაიგივე, რომ მკვლელი ნაპოვნი არ არის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა “მეტრონომთან” საუბრისას გუშინ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

“სინამდვილე არის ძალიან მარტივი, რომ კომისიამ დაადგინა ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირი , ამ პირის შესახებ და ამ ფაქტების შესახებ იცოდა გამიძიებამ ფაქტობრივად პირველივე დღიდან და ყველაფერი გააკეთა, რომ არ დაეკავებინა და ხელი დაეფარებინა ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირისთვის.

ამაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები ისე პროკურატურის გამომძიებლებიც. პერსონალურად მათი ბრალეულობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგენილია, თუ რა ვერ გააკეთეს ან არ გააკეთეს. დადგინდა შოთაძის ბრალეულობა და მისი მონაწილეობა ამ საქმეში, როგორ ფარვდა დანაშაულს და ატყუებდა საზოგადოებას. ეს არის ფაქტი, რომელიც დადგენილია. ასევე დადგინდა ის, რომ ეს ბავშვები სკოლის წინ შეიკრიბნენ. კამერების ჩანაწერების ამოღებისას ცხადი იყო, რომ დირექტორის მოადგილეები და მანდატურები არ ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას და არ იყვნენ იქ. სკოლის შიდა კამერები ამოღებული არ არის და გამოძიებულიც არაა ეს პრეცენდენტი.

რასაკვირველია, ამაზე საუბარი უჭირთ მათ  და მიმართავენ ყველაფერს, რომ ილაპარაკონ სხვა რამეზე. თითქოს ვერ ხედავენ და ეს უფრო მძიმე შედეგებადე მიდის. ესაა ძალადობის წახალისება და ადამიანის გაწირვა. დღეს ჩვენ გვყვავს დამნაშავე პირები და მსხვერპლი. სინამდვილეში ძალადობის წახალისების პოლიტიკა მიდის იქმადე, რომ ყველა მსხვერპლია. როდესაც ახალგაზრდას უჩნდება იმის აზრი, რომ ჩაიდინოს ასეთი დანაშაული და შემდეგ ბიძამ დაიხსნას  – ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის”, – განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში დეპუტატები ხორავას ქუჩის მკვლელობაზე შექმნლი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს უსმენდნენ. რა დროსაც უმრავლესობის წევრებსა და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....