“ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ იგეგმება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოტანა.
“ეს ინფორმაცია არის. ეს არის კატასტროფული გადაწყვტილება, რომელიც ჩუმად მიიღეს და ბოლოში გაამჟღავნეს ს ყველაფერი. ამისკენ მიდიოდა მთელი “ქართული ოცნების” პოლიტიკა. ეს არის საბჭოთა კავშირში დაბრუნება, როდესაც მხოლოდ ერთი ქალაქია მნიშვნელოვანი და ის ქალაქი ყველა სხვა ქალაქის წინააღმდეგია. თბილისი არის ქალაქი ქალაქების წინააღმდეგ, როგორც საბჭოთა დროს იყო მოსკოვი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 5-ოთახიანი ბინა გვქონდეს და იმის ნაცვლად, რომ 5-ვე ოთახი მოვაწყოთ, ვიჭუჭყნებოდეთ ერთ ოთახში”, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რათა პარლამენტი სრულად გადმოიტანონ თბილისში და სხდომებიც დედაქალაქში გაიმართოს.