არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკომ 45 პრეზიდენტობის მსურველთაგან რეგისტრაციაზე 20 კანდიდატს უარი უთხრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატობის 46 მსურველიდან 20-ს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა, ხოლო ორი პირის საკითხი განხილვაშია.

უარის თქმის მიზეზად ყველა შემთხვევაში ის სახელდება, რომ კანდიდატებმა მხარდამჭერთა სიები არ წარადგინეს.

საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენაზე უარი შემდეგ კანდიდატებს ეთქვათ: გია ჩხიკვაძეს, კობა ჯულაყიძეს, გიორგი გახოკიას, ნიკოლოზ ლეკიშვილს, დავით ამაშუკელს, თამაზ ბიბილურს, ბონდო ბარათაშვილს, ელისო დონაძეს, ვაჟა ჩხაიძეს, ზაქარია როჭიკაშვილს, ზაურ მეკოკიშვილს, გიორგი შენგელაიას, ბესიკ აფხაიძეს, ავთანდილ ფილაურს, იოსებ ბიბილეიშვილს, იაკობ გრიგორიევს, ნინო ჯიქიას, დენიზა სუმბაძეს, მაია ნინუას და ივანე ნუგზარაშვილს.

ცესკოს ინფორმაციით, განხილვის პროცესშია ორი პირის, მიხეილ ანთაძის და ოთარ მეუნარგიას საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მონაცემებით, ყველა მათგანის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.

იტვირთბა....