საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.
როუზ გიოტმიოლერი საჯარო ლექციას წაიკითხავს ქართველი სტუდენტებისთვის. აგრეთვე დაესწრება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას.
“ის გაეცნობა ქვეყანაში არსებულ ვითარებას და განიხილავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ ყველა აქტუალურ საკითხს.