ახალი ამბები

ცესკოს საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით “ძლიერმა საქართველომ” ოფიციალურად მიმართა

პოლიტიკური განაცხადებიდან პოლიტიკურ ქმედებაზე – “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ცოტა ხნის წინ ცესკოში მივიდა და სიების ჩახსნის შესახებ განაცხადი შეიტანა.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ “ძლიერი საქართველო” არის კოალიცია, რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას დაპირებისამებრ არ აპირებენ.

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი, პრინციპული პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც პირველივე წუთს რაც დადასტურდა გაყალბება და მიტაცება საპარლამენტო არჩევნების ივანიშვილის მხრიდან, თქვა სიტყვა, რომელიც შეასრულა. პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს სიტყვის ფასი, რასაც კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს. ჩვენ ვთქვით, რომ როგორც კი გაჩნდებოდა სამართლებრივი შესაძლებლობა სიების ჩახსნის და არა გამოგონილი ვერსიები, ამას გავაკეთებდით და გავაკეთეთ დღესვე, პირველი დღეს, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდა. შევიტანეთ სიების ჩახსნის შესახებ განცხადება და ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რომელიც ავალდებულებს გიორგი კალანდარიშვილს ჩახსნას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საპარლამენტო სია, –

“ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს რამდენიმე წუთში მიმართავს.

ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს “კოალიცია ცვლილებისთვის” გუშინ მიმართა. ინდივიდუალურად პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით გიშინვე მიმართა გიორგი ვაშაძემაც.

იტვირთბა....