აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

11 გარდაცვლილი – ბათუმის ლეოგრანდის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

შვიდი წელი გავიდა სასტუმრო ,,ლეოგრანდში” მომხდარი ტრაგედიიდან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე იყო.

“ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა. სასტუმროში ტექნიკურ მენეჯერს ფათიჰ იავუზს 5 წლით და 6 თვით, ხოლო საწყობის უფროსს გიორგი მიქელაძეს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იტვირთბა....