საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Fox-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ქვეყნისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს და ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია. მისი თქმით, ნატო-ს წევრობა არის უმთავრესი პრიორიტეტი.
“ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა აშშ-სთან ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები მხარდამხარ ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთსა და ერაყში. ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილის სტატისტიკით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს”, – განაცხადა პრემიერმა.