დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მისი ტქმით, დღეიდან დაოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძლებს პარლამენტში საქმიანობას. ინფორმაციას “1tv” ავრცელებს.
„გავამახვილებ ყურადღებას ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. პირველ რიგში, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის არ დასახელებით, რაც მიმაჩნია, პოლიტიკური გუნდისთვის და პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებლად. მინდა, ხაზი გავუსვა იმ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც მე ვეწინააღმდეგებოდი და დღეს აღვნიშნავ, რომ თურმე ის ძალა, რომელმაც უმრავლესობა აიღო, საგამოძიებო კომიტეტში პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ამას. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ არ მონაწილეობა არჩევნებში ეს არის ნიშანი, ძალაუფლების, პრეზიდენტობის გადაბარების მცდელობა იგივე ამ ძალასთან, რომელთან ერთადაც შეიქმნა საგამოძიებო კომისია. აღარ დავამატებ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც მოხდა მარიხუანასთან და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
ამიტომ, ვთვლი, მეც გავდივარ „ქართული ოცნების“ რიგებიდან და მოღვაწეობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. თუნდაც ის ინიციატივა, რომელიც შეეხება მარიხუანას, არ მახსენდება რომელიმე საარჩევნო კამპანიის დროს და ეკონომიკის განვითარების მიზნით, რომ შეთავაზებული ყოფილიყო ჩვენი ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ