BBC საქართველოში მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ აგორებულ თემას ეხმიანება სათაურით – “ეკლესია მარიხუანას შესახებ კანონპროექტს აჩერებს”.
BBC საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვითაც სპიკერი ხალხის შეცდომაში შეწყვანაზე საუბრობს.
“კანაფის კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველა ნარკოტიკზე დაწესებული შეზღუდვები შემცირდება” – აცხდებს კობახიძე.
“თავის მხრივ ფინანსთა მინისტრი საუბრობს მოგებაზე, რომელიც შეიძლება ქვეყანამ ნახოს, ხოლო პატრიარქი საუბრობს მომავალ თაობაზე” – BBC ხაზს უსვამს ეკლესიისა და ხელისუფლების პოზიციებს. ამასთან, გამოცემას მოჰყავს კობახიძის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ კანონპროექტს პარლამენტი აუცილებლად დაუბრუნდება.
BBC თავის სტატიას “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებით ამთავრებს, სადაც ის ამბობს, რომ კანაფი კანონიერია და მისი მოპოვების გზა უნდა იყოს სამართლებრივი, ხოლო მარიხუანას წარმოება უნდა გახდეს ჩვეულებრივი ბიზნესი.