ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

2 კგ. ოქრო და 13 ათასი ევრო: ბარსელონაში ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ბარსელონას პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა და ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 ეჭვმიტანილი დააკავა. კატალონიური პრესის ინფორმაციით, 15-ივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ბარსელონას პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ასევე არის ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდი“. მისი ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა ნახსენებია, რომ იგი 53 წლისაა და წარსულში ნასამართლევი იყო რუსეთში.

პოლიციის უფროსის თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდი ესპანეთში ყალბი პასპორტით შემოვიდა და მისი ესპანეთში ყოფნის პერიოდში ქურდობის ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ბარსელონაში ათეულობით ბინისა და სახლის გაძარცვა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 13 ათასი ევრო, ორი კილოგრამი ოქროს ნაკეთობები და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ინსტრუმენტები ამოიღეს.

იტვირთბა....