ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭიროს ჩიბუხი, მაგრამ აუცილებელი არ არის ბოლი ამოდიოდეს”

პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვით, მსახიობის მიერ თამბაქოს მოწევა დასაშვები ხდება სპექტაკლის მიმდინარეობისას, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით.

მისი თქმით თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის

“თეატრის დროს, მხატვრული ჩანაფიქრისთვის იმის ჩვენება, რომ სიგარეტი უჭირავს, საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებები არ არის. რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ ზიანი სხვას არ უნდა მიაყენოს. თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის, ამიტომ მიმაჩნია, რომ მხატვრულ-შემოქმედებითი განზრახვებიდან გამომდინარე, ეს აუცილებლობა არ არის. ასევე უკან დახევაა, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისი და ამ ნაწილში კანონპროექტისთვის მხარის დაჭერა ძალიან გამიჭირდება“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება.

ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს აკაკი ზოიძემ გააცნო. როგორც დეპუტატმა განმარტა, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში, აღსრულების კუთხით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა.

იტვირთბა....