ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზესტაფონის მერს კაბინეტის კარი დაულუქეს: მოქალაქეების მის გადადგომას ითხოვენ

ზესტაფონში მოქალაქეები მერის, კახაბერ მახათაძის გადადგომას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია მერის მისაღებთან იმართება. მოქალაქეები აცხადებენ, რომ კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მოსახლეობის პრობლემებით არ ინტერესდება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების მტკიცებით, ზესტაფონის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

“კახაბერ მახათაძეს არ აქვს უფლება იყოს ზესტაფონის მერი. ის არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ ახდენს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას.

მასზე აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე. როგორც კი გაიგო აქ მოვდიოდით, გაიქცა. მერი უნდა იყოს გისოსებს მიღმა და ზესტაფონში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები. აქ მჯდომარე აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მერი არ გადადგება. მივმართავ ზესტაფონის მაჟორიტარს შალვა კიკნაველიძეს და იმერეთის გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს, მოვიდნენ და შეგვხვდნენ”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გოგლიჩიძე.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კახაბერ მახათაძის კაბინეტის კარი წებოვანი ლენტით დალუქეს.

იტვირთბა....