საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის, შესაძლო, დაშლას ეხმაურება.
“პატრიოტთა ალიანსს”, რომელიც ბოლო კვირეებში ივანიშვილის დაკვეთით “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სმს კამანიას ეწევა, დახელმოწერებს აგროვებს, ფრაქცია პარლამენტში ეშლება..
აბა, რა ეგონათ, ამ გაყიდულებს?! ნამდვილი პატრიოტები უნდა შემოუერთდნენ ჩვენს ბრძოლას,საქართველოს გადასარჩენად!”, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ნატო ჩხეიძე საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს. ჩხეიძის წასვლის შემთხვევაში, “პატრიოტების” ფრაქცია დაიშლება, რადგან მათ საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არ ეყოლებათ.