ყვარელში ახალგაზრდა ქალს ამ დრომდე ეძებენ.
25 წლის ასიათა საიდოვა სოფელ ჩანტლისყურეში, სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ბოლოს ერთ-ერთმა ახლობელმა ნახა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც გაუჩინარებულის ოჯახის წევრები ამბობენ სავარაუდოდ, ახალგაზრდა მეუღლესთან კონფლიქტს გაექცა. მათი ინფორმაციით, ამავე მიზეზით ქალმა მანამდე თვითმკვლელობაც სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საიდოვას ხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთა ფიქსირდება.