ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მტკიცებულებები შეჭამეს”: სარალიძე ამბობს, რომ შიმშილობას წყვეტს, მაგრამ აქციები გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ შესაძლოა მან შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა აქციები გაგრძელდება. “სავარაუდოდ, შევწყვეტ შიმშილობას. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მედგრად ვებრძოლო ამ ნაძირლებს”, – განაცხადა სარალიძემ.
“აქციები გრძელდება, ვიდრე ეს მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება ჩვენს ქვეყანას. იქამდე ვიბრძოლებთ ვიდრე ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. წეღან “ფაისბუქზე” ვნახე, რომ ბავშვები დაუჭრიათ, გვიჩეხავენ და გვიკლავენ მომავალს. გამოძიება კი არ უნდათ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.
“პირდაპირ მეუბნებიან, რომ ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ. მტკიცებულებები არ არსებობსო. მტკიცებულებები როგორ იარსებებს, „შეჭამეს“ პროკურორებმა და გამომძიებლებმა. იმ პროკურორებს და გამომძიებლებს უნდა მოეთხოვოს პირველ რიგში პასუხი, რომ მტკიცებულებები გამოჩნდეს”, – განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას 2 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ობიექტურობის მიმართ საზოგადოებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

იტვირთბა....