თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი. მჯერა, რომ მასში იმდენ საქართველოს მოწინააღმდეგეს ვერ იპოვნიან, რომ ერის წინააღმდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიას გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, სადაც ერს დავჭირდებით, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
“ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება, სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012 წელს ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე საუბარი მომიწევდა. 2016 წლიდან ვერ ვცნობ იმ ადამიანებს ვინც პარლამენტში არიან. გეუბნებით, რა, გამოფხიზლდნენ. სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერები. შევარდანაძე და სააკაშვილი უფრო ძლიერად იყვნენ, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა, ქართველი ერი სხვანაირია – შეითქმება-ხოლმე და აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს. რუსული ოკუპაცია მოვიშოროთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ და საერთაშორისო თანამეგობრობაში ისეთი ადგილი დავიმკმვიდროთ, რაც ჩვენს ერს თავის კულტურის მიხედვით ეკუთვნის. სირცხვილი არ არის, ამერიკაზე ვსაუბრობთ, თუნდაც ესენი რუსებისკენ იყურებოდნენ და ვის რათ უნდა ნარკობარონები. რომელიმეს გინდათ ასეთი ფული?! ასევეა მთელი საქართველო.
შინაგან საქმეთა მინისტრს ვიცნობ, ჭკვიანი კაცია და მინდა მივმართო მას. ქვეყანას ჭირდება ძლიერი პოლიცია და ქართველი სამართალდამცავები რასაც ებრძოდნენ თავად რომ ეგ გააკეთონ, რაღა ავტორიტეტი ექნებათ. ამას გულისტკივილით ვამბობ. დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ მათ? გადახედონ და ნახონ, რამდენი გაყვება მათ და რამდენი დადგება ჩვენ მხარეს. თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი. მჯერა, რომ მასში იმდენ საქართველოს მოწინააღმდეგეს ვერ იპოვნიან, რომ ერის წინააღმდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიას გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, სადაც ერს დავჭირდებით, იქ ვიქნებით. ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია, ისე გავაკეთოთ ყველაფერი, ვერც გაიგონ. ამათ თუ ესე გააგრძელეს, 100 000-ით ადამიანი გამოვა და მერე უკვე დაიხევენ უკან”, – განაცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მმართველ გუნდს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს მარიხუანას კულტივაცია და სამედიცინო მიზნით, მისი ექსპორტი.
პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა გადადო.