ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების პირველ კლასში 50 232, კერძოში კი – 5 892 მოსწავლე დარეგისტრირდა.  დედაქალაქში სააღმზრდელო პროცესი კი 180 საბავშვო ბაღში განახლდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 150-ე სკოლაში მისვლისას განაცხადა, რომ წლევანდელი წელი ითვალისწინებს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

“პირველ რიგში მივულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სტუდენტს. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. დღეს ვიმყოფებით 150-ე სკოლაში, სადაც უახლოეს დღეებში დაიწყება საგაკვეთილო პროცესი ახალი მიდგომით, რომელიც რეფორმაშია ნაგულისხმები. ვფირობ, ეს იქნება წარმატებული ნიმუში და ამ მოდელის გავრცელება დაიწყება სხვა სკოლებში”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

იტვირთბა....