ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: „რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა.

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა: „რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს“.

„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ვერ გავაკონტროლებთ მას.

ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყო გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ საქართველოში და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ, მინდა ვთხოვო ჩვენ ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით შეხედონ ამ საკითხს. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს“,- განაცხადა ილია მეორემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი სამედიცინო მარიხუანის ექსპორტთან დაკავშირებით. ვრცლად იხილეთ აქ:

იტვირთბა....