საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის ლეგალიზებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მღელვარებაა და მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მხოლოდ მათ შესტკივათ გული ახალგაზრდების მომავალზე, რადგან ხელისუფლებასაც შესტკივა გული.
„ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისეც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი სამედიცინო მარიხუანის ექსპორტთან დაკავშირებით. ვრცლად იხილეთ აქ:
მარიხუანას შესახებ მომზადებული ახალი კანონპროექტი – შსს-ს განმარტება